5 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების წარმომადგენელს - ჩიკა მუორაჰს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდიანრე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მათ ასევე იმსჯელეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ ისეთ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის და ადვოკატთა კორპუსის გაძილერებას საქართველოში, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული ტრენინგები, ასოციაციის კომიტეტების საქმიანობის მხარდაჭერა, ასოციაციის როლის გაზრდა მართლმსაჯულების რეფორმებში და სხვა.